სპეცრაზმმა თელავი დატოვა
სპეცრაზმმა თელავი დატოვა

შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმი, რომელიც თელავის სპორტსკოლაში იყო მობილიზებული, ქალაქში აღარ იმყოფება.

გუშინ საღამოს 60-მდე სპეცრაზმელი მაღალი გამავლობის „პიკაპის“ ტიპის ამდენივე მანქანითა და შეიარაღებით ალაზნის გამზირზე იყო დისლოცირებული. მათ სავარაუდოდ გამთენიისას დატოვეს ქალაქი.

რა მიზანს ისახავდა სპეცრაზმის თელავში გადმოსროლა, ამასთან დაკავშირებით ძალოვანი უწყებების მხრიდან კომენტარი არ გაკეთებულა.