სპეცოპერაციისას დაკავებული ლუკა ჩხეტიას ოჯახში ჩხრეკა ჩატარდა
სპეცოპერაციისას დაკავებული ლუკა ჩხეტიას ოჯახში ჩხრეკა ჩატარდა

სპეცოპერაციისას დაკავებული ლუკა ჩხეტიას ოჯახში  ჩხრეკა ჩატარდა, რომელიც თითქმის სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

როგორც პირველ არხს დაკავებულის დამ, მარი ჩხეტიამ განუცხადა, სამართალდამცავებს  კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღიათ.

მისივე თქმით, საცხოვრებელ სახლთან ერთად ეზოში არსებული შენობა-ნაგებობაც გაიჩხრიკა.

შსს-ს წარმომადგენლებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ჩხრეკა კანონის სრული დაცვით ჩატარდა.

ლუკა ჩხეტიას ოჯახი მის დაუყონებლივ გათავისუფლებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქციებს არ გამორიცხავენ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს თბილისში, სპეცოპერაციის შედეგად შვიდი პირი დააკავა.