სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრა გამართა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს სამსახურის ახალი სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და გამოწვევები გააცნო. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს სამსახურის ფუნქციური გაძლიერების საკითხსაც.

„უმნიშვნელოვანესია საქართველოს პარლამენტის, ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა სამსახურის კონკრეტული სტრატეგიის და მიზნების განხორციელების პროცესში. ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა მოხელის მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტური, დროული და დამოუკიდებელი გამოძიებაა“, – განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ.