სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილი უფროსი ზვიად მიხანაშვილი დაჭრეს
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილი უფროსი ზვიად მიხანაშვილი დაჭრეს

იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილი უფროსი, ზვიად მიხანაშვილი დაჭრეს.

შემთხვევა წყნეთში, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. მიხანაშვილთან ერთად დაჭრილია კიდევ ორი პირი. გავრცელებული ინფორმაციით, სამივე მათგანი ყოფილმა პატიმარმა დაჭრა.

ზვიად მიხანაშვილი ამ დრომდე საავადმყოფოშია მოთავსებული.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.