სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ თანამდებობა დატოვა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ თანამდებობა დატოვა.
გიორგი პატარიძემ იუსტიციის მინისტრს, პაატა სალიას შესაბამისი განცხადებით მიმართა.
იუსტიციის მინისტრმა გიორგი პატარიძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება უკვე დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, პროკურატურამ იუსტიციის სამინისტროს დღეს მიმართა რეკომენდაციით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს, გიორგი პატარიძეს უფლებამოსილება შეჩერებოდა.