სპეციალური პენიტენციური სამსახური - გლდანის და ქსნის პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდდადასტურებული პატიმრების უმეტესობა გამოჯანმრთელდა
სპეციალური პენიტენციური სამსახური - გლდანის და ქსნის პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდდადასტურებული პატიმრების უმეტესობა გამოჯანმრთელდა

გლდანის და ქსნის პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდდადასტურებული პატიმრების უმეტესობა გამოჯანმრთელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური განაგრძობს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული კოვიდვითარების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. N15 (ქსნის) და N8 (გლდანის) პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარებული განმეორებითი PCR ტესტირების შედეგად გაირკვა, რომ მოცემულ დაწესებულებებში ინფიცირებული პირების უმეტესობა გამოჯანმრთელდა.

კერძოდ,N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული 2340 ტესტიდან მხოლოდ ცხრა ტესტის პასუხი იყო დადებითი. შესაბამისად, ორი კვირის წინ გამოვლენილი 38 შემთხვევიდან 29 პატიმარი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება N15 პენიტენციურ დაწესებულებას, აქ ჩატარებული 1672 ტესტიდან ასევე ცხრა შემთხვევაში იყო პასუხი დადებითი, მაშინ, როდესაც ორი კვირის წინ ეს მონაცემი 40-ს შეადგენდა.

ამდენად, მიუხედავად ვირუსის ცალკეული შემთხვევების დაფიქსირებისა, ვითარება პენიტენციურ სისტემაში კონტროლს ექვემდებარება, პენიტენციური სამსახური კი საზოგადოებას კვლავ სისტემატურად მიაწვდის ინფორმაციას პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით“,- აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი