სპეციალური პენიტენციური სამსახური – გიორგი რურუას ინციდენტში მონაწილე პატიმრები მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში არიან გადაყვანილი

00:23, 04.11.2020

მსჯავრდებულ გიორგი რურუას ინციდენტში მონაწილე პატიმრები მკაცრი რეჟიმის პენიტენციურ დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. აღნიშნულის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

„N8 პენიტენციური დაწესებულების ხუთი პატიმარი, რომლებიც მიმდინარე წლის 2 ნოემბერს გიორგი რურუას წინააღმდეგ ინციდენტში მონაწილეობდნენ, 3 ნოემბერს მკაცრი რეჟიმის N6 პენიტენციურ დაწესებულებაში იქნენ გადაყვანილი. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით, ინციდენტში მონაწილეობის გამო, მათ რეჟიმი გაუმკაცრდათ.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 2 ნოემბერს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულ გიორგი რურუას წინააღმდეგ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად).

გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხა როგორც გიორგი რურუა, ასევე ყველა შესაბამისი პატიმარი და ინსპექტორი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი