სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

15:30, 28.01.2025

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

მზია ამაღლობელის კოლეგებისა და მხარდამჭერების მთავარი მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ჟურნალისტი და მიენიჭოს მას დაზარალებულის სტატუსი იმ გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური აწარმოებს.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს შორის არის ასევე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის უფლებამოსილების შეჩერებაც.

მზია ამაღლობელის კოლეგების განმარტებით, ჟურნალისტი, უკვე 17 დღეა, შიმშილობს და მათ არ აქვთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. აქციის მონაწილეები მოუწოდებენ შესაბამის უწყებებს, მიაწოდონ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მზია ამაღლობელის შესახებ. აქციის მონაწილეებს მიმდებარე ტერიტორიაზე გზის სავალი ნაწილი ნაწილობრივ აქვთ დაკავებული.

მსგავსი