სპეციალისტებმა სოფელ ღვანკითში აღებული 30 პაციენტის ანალიზი გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

12:07, 28.04.2020

ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში აღებული 30 პაციენტის ანალიზი გამოიკვლიეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგაძემ განუცხადა, აღებული ანალიზებიდან კორონავირუსი არც ერთ პაციენტს არ დაუდასტურდა.

მსგავსი