სპეციალისტების ვარაუდით, 2018 წელს მსოფლიოში კიბოთი 10 მილიონი ადამიანი დაიღუპება
სპეციალისტების ვარაუდით, 2018 წელს მსოფლიოში კიბოთი 10 მილიონი ადამიანი დაიღუპება

2018 წელს მსოფლიოში კიბოთი 10 მილიონი ადამიანი დაიღუპება, – საგანგაშო პროგნოზს კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტო აქვეყნებს. ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, მოუხედავად პრევენციული ღონისძიებებისა, კიბოთი დაავადების შემთხვევების რიცხვი გაზრდილია.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ 2018 წელს კიბოთი სულ 18 მილიონი ადამიანი დაავადდება. ტენდენცია უარესობისკენ იცვლება და ამის მიზეზი განვითარებად ქვეყნებში დამკვიდრებული არაჯანსაღი ცხოვრების წესია.

ანგარიშის მიხედვით, ყოველი მეხუთე კაცი და ყოველი მეექვსე ქალი კიბოთი დაავადების საფრთხის წინაშეა. ყველაზე მეტად გავრცელებულია ფილტვის კიბო, რასაც დაბინძურებული გარემო და მოწევა იწვევს. ქალებს შორის გავრცელებულია ძუძუს კიბო.

სააგენტოს კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ თუ ტენდენცია არ შეიცვალა 2040 წელს დედამიწაზე კიბოთი დაავადების 29 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდება.