სპეცდანიშნულების რაზმის დანაყოფები პანკისის ხეობას ტოვებენ
სპეცდანიშნულების რაზმის დანაყოფები პანკისის ხეობას ტოვებენ

სპეცდანიშნულების რაზმის დანაყოფები პანკისის ხეობას ტოვებენ. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

​ამასთან, ოფიციალური განცხადება გააკეთა დღეს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომ შსს-ს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები პანკისის ხეობას დატოვებენ, თუმცა გაძლიერებული პოლიცია დარჩება, რომელიც სრულად დაიცავს მართლწესრიგსა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას.

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ხეობაში ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.