სპეცდანიშნულების რაზმი აქციის მონაწილეებისკენ დაიძრა [ფოტო/ვიდეო]

სპეცდანიშნულების რაზმი ჩიტაძის ქუჩის მხრიდან, ასევე პირველი სკოლის მხარეს, ჭიჭინაძის ქუჩიდან აქციის მონაწილეებისკენ დაიძრა.

აქციის მონაწილეები ამ დროისთვის ტროტუარზე არიან განლაგებულნი.

სპეცდანიშნულების რაზმთან ერთად, ადგილზე მობილიზებულია წყლის ჭავლის ავტომანქანა. ასევე, სპეციალური ავტომობილიდან აქციის მონაწილეებს ხმამაღლა აფრთხილებენ, დაიშალონ.

აქციის მონაწილეები ადგილზე რჩებიან და საქართველოს ჰიმნს მღერიან.