სპარსეთის ყურის ქვეყნების დასახმარებლად ბრიტანეთი სამხედრო პერსონალს და საჰაერო თავდაცვის სისტემებს გზავნის
სპარსეთის ყურის ქვეყნების დასახმარებლად ბრიტანეთი სამხედრო პერსონალს და საჰაერო თავდაცვის სისტემებს გზავნის

სპარსეთის ყურის ქვეყნების დასახმარებლად დიდი ბრიტანეთი სამხედრო პერსონალს და საჰაერო თავდაცვის სისტემებს გზავნის, – ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ჯონ ჰილიმ განაცხადა.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ნათელი გახდა, რომ ირანი თავდასხმებს აფართოებს. ჰილის განცხადებით, ბრიტანული Typhoon-ის თვითმფრინავები კატარში მოქმედებას გააგრძელებენ.

„ბრიტანეთი თქვენ გვერდით დგას და თავის პარტნიორებთან ერთად იდგება. ამჟამად ახლო აღმოსავლეთის ცას ბრიტანეთის საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეები იცავენ“, – აღნიშნა ჯონ ჰილიმ კატარში ვიზიტის დროს.