სპარინგი თბილისის ზღვაზე - „საბურთალომ“ „თელავი“ დაამარცხა
სპარინგი თბილისის ზღვაზე - „საბურთალომ“ „თელავი“ დაამარცხა

სანაკრებო პაუზა ხვალ დასრულდება და ეროვნულ ლიგაში გადამწყვეტი შეხვედრები დაიწყება.

ამ პაუზით გუნდებმა ისარგებლეს და ფორმის შესანარჩუნებლად საკონტროლო შეხვედრებს ატარებენ. „საბურთალო“ თბილისის ზღვაზე მდებარე „ზესტაფონის“ საწვრთნელ ბაზაზე სპარინგ მატჩში „თელავს“ დაუპირისპირდა და მეტოქე, ანგარიშით 6-1 დაამარცხა.

ამ შეხვედრაში „საბურთალოს“ მთავარ გუნდში სადებიუტო გოლი გიორგი გულიაშვილმა გაიტანა, ხოლო ლაშა კოხრეიძემ „საბურთალოს“ პირველი გუნდის შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა და „თელაველთა“ კარის აღება ასევე შეძლო. სტუმართა კარში ასევე აიღეს გაგი მარგველაშვილმა (2), გიორგი გაბედავამ და დაჩი ცნობილაძემ, ხოლო თელაველებიდან ერთად-ერთი გოლი იაროსლავ კვასოვის ანგარიშზეა.