„სპაერმა“ „ლოკომოტივი“ დაამარცხა - ბომბარდირებში გეგიაძე და ესონკულოვი ლიდერობენ #1TVSPORT
„სპაერმა“ „ლოკომოტივი“ დაამარცხა - ბომბარდირებში გეგიაძე და ესონკულოვი ლიდერობენ #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მე-17 ტური ლიდერი „სპაერის“ მორიგი გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს თასის მფლობელმა „ლოკომოტივი“ საბა გეგიაძის, სიენდა მატენჯას და ზურაბ გოლუბიანის გოლებით დაამარცხა.

მარტვილის „მერანმა“ „იბერია 1999-ის“ სარეზერვო შემადგენლობა ჯავოხირ ესონკულოვის გოლით დაამარცხა. ეს უზბეკი ლეგიონერის მე-11 გოლია, ისევე როგორც „სპაერის“ ფორვარდის, გეგიაძისთვის, და ისინი ბომბარდირთა დავას ლიდერობენ.

თამაშები მოიგეს „რუსთავმა“ და ბოლნისის „სიონმა“, რომლებიც ეროვნულ ლიგაში გადასვლისთვის იბრძვიან. ხოლო „სამტრედია“, რომელმაც საქართველოს თასიდან „დინამო თბილისი“ გამოადგო, ტყიბულის „მეშახტესთან“ დიდი ანგარიშით დამარცხდა.

ტური 17

დინამო-2 (თბ) 1:2 სიონი

გონიო 1:2 რუსთავი

სპაერი 3:1 ლოკომოტივი

მეშახტე 4:0 სამტრედია

მერანი (მრ) 1:0 იბერია 2