„სპაერმა“ ბათუმის „დინამოსთან“ ორბურთიანი სხვაობა გააბათილა #1TVSPORT 
„სპაერმა“ ბათუმის „დინამოსთან“ ორბურთიანი სხვაობა გააბათილა #1TVSPORT 

ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ შეხვედრაში „სპაერმა“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და ურთულეს ვითარებაში თამაშის შემოტრიალება შეძლო – 3:3.

„მიხეილ მესხი 2-ზე“ გამართული მე-14 ტურის დაპირისპირება ბათუმელებმა შესანიშნავად დაიწყეს, გურამ ჯაფარიძის და უერდი მარას გოლებით ტაიმი 2:0 მოიგეს. შესვენების შემდეგ „სპაერმა“ ლაშა კოხრეიძის დარტყმით სხვაობა შეამცირა, მაგრამ ლევან ხოზრევანიძემ 69-ე წუთზე სტუმართა ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა.

სპაერმა“ ამ რთულ ვითარებაში თამაში მაინც შემოატრიალა და ცენტრალური მცველების, გიორგი ბუნტურისა (80-ე წუთზე) და ნიკოლოზ კენჭაძის (83) ზუსტი დარტყმებით ანაგრიში გაათანაბრა.

„სპაერი“ 17 ქულით მე-7 ადგილზეა, ბათუმის „დინამო“ერთი ქულით და ერთი პოზიციით კვლავ ასწრებს.