„სპაერი“ ვენაში გაემგზავრა - საქართველოს თასის მფლობელი ევროდებიუტისთვის ემზადება #1TVSPORT
„სპაერი“ ავსტრიის დედაქალაქში გაემგზავრა, სადაც ვენის „აუსტრიასთან“ კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას გამართავს.
„სპაერმა“ ევროსაგზური დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მოგებით მოიპოვა. ანზორ კიღურაძის გაწვრთნილმა გუნდმა 2024 წლის ფინალში „დინამო თბილისი“ სენსაციურად დაამარცხა (2:2, 5:4 პენალტების სერიაში).
„სპაერი“ ეროვნული ლიგა 2-ის მეორე წარმომადგენელია, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა. პირველი „გაგრაა“, რომელმაც 2011 და 2020 წლებში, ლიგა 2-ში თამაშის დროს ორჯერ შეძლო თასის აღმართვა.
ევროსარბიელზე სადებიუტო შეხვედრას „სპაერი“ ვენაში „აუსტრიას“ წინააღმდეგ 24 ივლისს, თბილისის დროით 22:30 საათზე გამართავს, ხოლო თბილისში, „მიხეილ მესხზე“ საპასუხო მატჩში ავსტრიელებს 31 ივლისს, 20:00 საათზე უმასპინძლებს.