„სპაერი“ კონფერენს ლიგაზე ვენის „აუსტრიას“ ეთამაშება #1TVSPORT
„სპაერი“ კონფერენს ლიგაზე ვენის „აუსტრიას“ ეთამაშება #1TVSPORT

უეფა-ს შტაბ-ბინაში გამართულმა წილისყრამ კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდების მეტოქეები გამოავლინა.

საქართველოს თასის მფლობელი „სპაერი“ გათამაშებეაში მეორე რაუნდიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე ვენის „აუსტრია“ იქნება.

გორის „დილა“ პირველ ეტაპზე ლუქსემბურგის „რასინგს“ დაუპირისპირდება, გამარჯვებულს კი ლატვიის „რიგა“ ელის.

ასევე პირველ რაუნდში ქუთაისის „ტორპედოს“ მეტოქეა ყაზახური „ორდაბასი“. ამ წყვილის საუკეთესო კვიპროსის „ომონიას“ შეხვდება.