SpaceX-ის რაკეტა ფალკონ 9-ის გაშვებამ ცაზე თვალწარმტაცი სინათლის შოუ წარმოქმნა [ვიდეო]

19:06, 25.12.2017

პარასკევს ღამით, SpaceX-მა თავის რაკეტა ფალკონ 9 გაუშვა. შედეგად, სამხრეთ კალიფორნიის ცაზე თვალისმომჭრელი სანახაობა წარმოიქმნა. ზოგიერთი ადგილობრივი საერთოდ ვერც მიხვდა, რა ხდებოდა ცაზე.

https://www.youtube.com/watch?time_continue=4&v=tE5C3O71Xqo

წარმოიქმნა დაბნეულობა.

https://twitter.com/dannyunited/status/944380216058683392

ზოგს კომეტა ეგონა.

https://twitter.com/CaptainSparklez/status/944381921978544128

ზოგი იმასაც ფიქრობდა, რომ აღსასრული მოახლოვდა.

https://twitter.com/realtoric/status/944381694315921409

SpaceX-მა რაკეტა ფალკონ 9 კალიფორნიის ვანდენბერგის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზიდან გაუშვა. რაკეტამ დედამიწის დაბალ ორბიტაზე წაიღო კომპანია Iridium Communications-ის კუთვნილ ათი საკომუნიკაციო თანამგზავრი. SpaceX-მა ამ კომპანიისთვის მსგავსი გაშვება 2017 წლის ივნისშიც განახორციელა.

პარასკევს დილით, SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელონ მასკმა წარმოადგინა თვის დასაწყისში მის მიერვე გაკეთებული საოცარი განცხადების ფოტოგრაფიული მტკიცებულება — 2018 წელს, იგი გეგმავს მარსის ორბიტაზე გაუშვას საკუთარი ავტომობილი Tesla Roadster-ი. მასკმა, რომელიც ასევე ფლობს კომპანია Tesla-ს, გამოაქვეყნა რაკეტა Falcon Heavy-ის ცეცხლის გამშვებ ნახშირბადის ბოჭკოში მოთავსებული ავტომობილის ფოტოები.

 

მსგავსი