SpaceX-მა შეარჩია პირველი ტურისტი, რომელიც მთვარის გარშემო იმოგზაურებს
SpaceX-მა შეარჩია პირველი ტურისტი, რომელიც მთვარის გარშემო იმოგზაურებს

SpaceX-მა შეარჩია პირველი ტურისტი, რომელიც ილონ მასკის კომპანიის მიერ წარმოებული რაკეტით მთვარის გარშემო იმოგზაურებს.

როგორც პრესკონფერენციაზე SpaceX-ის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა განაცხადა, მთვარეზე პირველი ტურისტი იაპონელი მილიარდერი იუსაკუ მაეძავა გახდება.

42 წლის მაეძავა ტანსაცმლის გაყიდვის ვებგვერდ Zozo-ს დამფუძნებელია. ის იაპონიის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ჟურნალ Forbes-ის შეფასებით, მისი ქონება სამ მილიარდ დოლარს შეადგენს.

იაპონელი ბიზნესმენის თქმით, ასეთი მოგზაურობა მისი ოცნება იყო.

„როგორც იქნა, შემიძლია ვთქვა: მე მთვარეზე გასამგავრებლად ამირჩიეს“, – განაცხადა მაეძავამ პრესკონფერენციაზე, რომელიც კალიფორნიაში SpaceX-ის შტაბ-ბინაში გაიმართა.

როგორც ილონ მასკმა განმარტა, მთავრის ორბიტაზე მაეძავა რაკეტა Big Falcon Rocket-ით გაემგზავრება, რომლის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა. ფრენა სავარაუდოდ 2023 წელს შედგება. ეს იქნება SpaceX-ის პირველი კომერციული კოსმოსური ფრენა, რომელიც სავარაუდოდ ერთ კვირას გაგრძელდება.
მაეძავას თქმით, მან რაკეტაზე ყველა ადგილი შეიძინა, ამიტომ მთვარის გარშემო სამოგზაუროდ ის ექვსიდან რვა ხელოვანი ადამიანის დაპატიჟებას გეგმავს.

„არ მინდა, ასეთი ფანტასტიური გამოცდილება მარტომ მივიღო. მე არ მომწონს მარტო ყოფნა, ამიტომ გადავწყვიტე, გავუზიარო ეს გამოცდილება რაც შეიძლება მეტ ადამიანს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ მთვარეზე ხელოვან ადამიანებთან ერთად გავემგზავრო“, – განაცხადა იაპონელმა ბიზნესმენმა.

თანმხლებ პირებს მაეძავა უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში შეარჩევს.