სოზარ სუბარმა სოფელ შინდისში განახლებული საბავშვო ბაღი დაათვალიერა
სოზარ სუბარმა სოფელ შინდისში განახლებული საბავშვო ბაღი დაათვალიერა

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა სოფელ შინდისში განახლებული საბავშვო ბაღი დაათვალიერა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 48 საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და აღიჭურვა.

აქედან ექვსი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება შიდა ქართლში მდებარეობს და აღსაზრდელების 50%-ზე მეტს დევნილი ბავშვები შეადგენენ.

პროგრამა ასევე მიზნად ისახავდა, უკიდურესად გაჭირვებული დევნილების სოციალურ-ეკონომიკურ დახმარებას.

მცირე მეწარმეობის დასაწყებად და განსავითარებლად ქვეყნის მასშტაბით, გრანტი 1000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა, მათ შორის 227 პროექტი შიდა ქართლში დაფინანსდა.

სოფელ ვარიანში სოზარ სუბარმა პროგრამის „ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობა დევნილებისთვის“ ფარგლებში დაფინანსებული სასათბურე მეურნეობაც მოინახულა.

გრანტის საშუალებით, ცხინვალიდან დევნილმა ელგუჯა კახნიაშვილმა სათბურის კონსტრუქცია და სარწყავი სისტემა შეიძინა.