სოზარ სუბარმა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი წარადგინა
სოზარ სუბარმა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი წარადგინა

სამცხე-ჯავახეთს გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა  მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებსა და მაჟორიტარ დეპუტატებს წარუდგინა.

სამხარეო ადმინისტრაციაში ბესიკ ამირანაშვილი სოზარ სუბართან ერთად მივიდა.

როგორც სოზარ სუბარმა განაცხადა, ახალ გუბერნატორს დიდი გამოცდილება და დაუღალავი მუშაობის უნარი აქვს.

ბესიკ ამირანაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ რეგიონში მთავარი გამოწვევა ეკონომიკური პრობლემებია. ახალი გუბერნატორის თქმით,  ყველა მუნიციპალიტეტში, ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

ბესიკ ამირანაშვილმა აღნიშნა, რომ სამხარეო ადმინისტრაციში საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს.

სამცხე-ჯავახეთს გუბერნატორი დღეიდან მუშაობას ოფიციალურად შეუდგა.