სოზარ სუბარი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დაზარალებულებს, მაქსიმალურად აღუდგეთ ჯანმრთელობა, მათ შორის დავაფინანსებთ საზღვარგარეთ მკურნალობას
სოზარ სუბარი - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დაზარალებულებს, მაქსიმალურად აღუდგეთ ჯანმრთელობა, მათ შორის დავაფინანსებთ საზღვარგარეთ მკურნალობას

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დაზარალებულებს, მაქსიმალურად აღუდგეთ ჯანმრთელობა, მათ შორის დავაფინანსებთ საზღვარგარეთ მკურნალობას, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერის მრჩეველმა რეგიონალურ საკითხებში, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია იმედის ეთერში გააკეთა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ მათ მაქსიმალურად აღუდგეთ ჯანმრთელობა.

„მინდა, გამოვთქვა ძალიან დიდი გულისტკივილი იმ ადამიანების გამო, რომლებმაც განიცადეს ძალიან სერიოზული დაზიანებები; მათ შორის არიან ჟურნალისტები, ბევრ მათგანს კარგად და დიდი ხანია ვიცნობ. ადამიანები, რომლებმაც ნაწილობრივ დაკარგეს მხედველობა, ადამიანები, რომლებიც დღემდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან და მკურნალობენ. ძალიან გული მტკივა, გვტკივა ყველა ჩვენგანს და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათ მაქსიმალურად აღუდგეთ ჯანმრთელობა, – მხედველობა იქნება თუ სხვა ტიპის ჯანმრთელობა. ამაში შედის მათი მკურნალობის ხარჯები საზღვარგარეთ საუკეთესო კლინიკებში, სადაც შესაძლებელი იქნება მათ გაუკეთდეთ მაქსიმუმი და მაქსიმალურად ვეცდებით რომ მათი ჯანმრთელობა სრულად იქნას აღდგენილი, შეძლებისდაგვარად“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.