სოზარ სუბარი - ვინც კანონს დაარღვევს, ყველა წავა ციხეში, კიდევ ერთხელ არ ავარევინებთ ქვეყანას
სოზარ სუბარი - ვინც კანონს დაარღვევს, ყველა წავა ციხეში, კიდევ ერთხელ არ ავარევინებთ ქვეყანას

ვინც კანონს დაარღვევს, ყველა წავა ციხეში, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

„ერთი რამ ვიცი, რომ ხალხის სამართლიანი პროტესტის გამოყენება სცადეს პროვოკატორმა „ნაცებმა“ არეულობისთვის და ყველა, ვინც ამას გაბედავს, პასუხს აგებს კანონის წინაშე. ამის გარანტიას გაძლევთ ყველას. ყველა წავა ციხეში, ვინც კანონს დაარღვევს. არანაირი არეულობა არ მოხდება ამ ქვეყნაში. კიდევ ერთხელ არ ავარევინებთ ამათ ქვეყანას. ძალიან გთხოვთ, მოგიწოდებთ ჟურნალისტებს, ნუ ავრცელებთ ტყუილებს, თითქოს პოლიცია იყენებს რაღაც საშუალებებს. არავინ გადადგება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.