სოზარ სუბარი – უხერხულია, როდესაც პოლიტიკოსები სააკაშვილთან დაკავშირებით ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რასაც რეალობასთან არაფერი აქვს საერთო, ზეპირი შეფასებები კარგი არ არის

18:14, 12.11.2021

უხერხულია, როდესაც პოლიტიკოსები, ეს – იქნება ევროპარლამენტარი თუ ნებისმიერი ქვეყნის პარლამენტის წევრი, ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რასაც რეალობასთან არაფერი აქვს საერთო, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.

როგორც სუბარი ამბობს, ვიდრე რაიმე განცხადებებს გააკეთებენ, უნდა გაეცნონ განაჩენებს, რაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ არის გამოტანილი.

„ვიდრე რაიმე განცხადებებს გააკეთებენ, კარგი იქნება, ის განაჩენები წაიკითონ, რაც სასამართლომ მსჯავრდებულ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოიტანა. ასევე წაიკითხონ მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც განაჩენები დადგა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი ზეპირი შეფასებები ნამდვილად არ არის კარგი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მსგავსი