სოზარ სუბარი - უკეთესი იქნება, თუ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას საერთოდ შეწყვეტს, გაგვაგებინოს, რა მოთხოვნა აქვს, ელენე ხოშტარიას მოთხოვნა მკაფიოდ გავიგეთ
სოზარ სუბარი - უკეთესი იქნება, თუ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას საერთოდ შეწყვეტს, გაგვაგებინოს, რა მოთხოვნა აქვს, ელენე ხოშტარიას მოთხოვნა მკაფიოდ გავიგეთ

უკეთესი იქნება, თუ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას საერთოდ შეწყვეტს. გაგვაგებინოს, რა მოთხოვნა აქვს, ელენე ხოშტარიას მოთხოვნა მკაფიოდ გავიგეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, კარგია, რომ დღევანდელ დღემდე, მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის ისეთი ფორმა ჰქონდა არჩეული, რომელიც საფრთხეს არ უქმნიდა მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

„ამით ის ტყუილი გაქარწყლდა, თითქოს მისი მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდებოდა. შიმშილობის მესამე დღეს განცხადებები გვესმოდა, რომ ბოლო საათები იყო, ბოლო წუთები. აი, ახლა წავა იმქვეყნად, რაღაც საშინელება მოხდება, მაგრამ თითქმის 40 დღე გავიდა და აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი ჯანმრთელად არის, რადგან იღებდა საკვებ დანამატებს. კარგი იქნება, თუ შიმშილობის ფორმას არ დაამძიმებს, და თუ შიმშილობას გააგრძელებს, სულ მცირე, ამ ფორმით გააგრძელებს. უკეთესი იქნება, თუ შიმშილობას საერთოდ შეწყვეტს. ის გაგვაგებინოს, რა მოთხოვნა აქვს?! ელენე ხოშტარიას მოთხოვნა მკაფიოდ გავიგეთ – საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.