სოზარ სუბარი - უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებაზე აფხაზურ მხარესთან კარგი დინამიკა გვაქვს
სოზარ სუბარი - უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებაზე აფხაზურ მხარესთან კარგი დინამიკა გვაქვს

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გადმოსვენების საკითხზე აფხაზურ მხარესთან მორიგი შეხვედრა შედგა. შეხვედრის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა პარლამენტში, კომიტეტების სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ამ მიმართულებით კეთდება და ძალიან კარგ დინამიკას აქვს ადგილი.

„ეს არის აფხაზურ მხარესთან წითელი ჯვრის დახმარებით გამართული შეხვედრები, რომელიც ეხება უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებას. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. უამრავ ოჯახს იმედი ჰქონდათ დაკარგული, რომ ოდესმე თავიანთი შვილების, თუ მშობლების, ოჯახის წევრების საფლავები ეცოდინებოდა.  დღეს ეს საფლავები არის მონახული, გადმოსვენებული, ასზე მეტი ადამიანის იდენტიფიკაცია უკვე მომხდარია. მთლიანობაში სამასზე მეტი ადამიანის ნეშტია ამოსვენებული, რომელთა იდენტიფიკაციის პროცესი ამ წუთში მიმდინარეობს. ეს მნიშვნელოვანია და აქაც გავიმეორებ, რატომ უნდა მოხდეს გადმოსვენება. ეს იყვნენ ჩვეულებრივ სასაფლაოზე დასვენებული ადამიანები ეს იყვნენ ადამიანები, რომლებიც ომის პირობებში დაიღუპნენ და დღეს ჯერ კიდევ ცოცხლები არიან და ჯერ კიდევ ახსოვთ ადამიანებს, რომლებიც მოწმეები იყვნენ ან უშუალოდ მონაწილეობდნენ მათ დამარხვაში. გარკვეული პერიოდის შემდეგ იქ ლანდაშაფტი იცვლება, ზოგან ტყე ამოდის, ზოგან მდინარემ კალაპოტი შეიცვალა, ზოგან მშენებლობა მიდის, ადამიანების მეხსიერება დროთა განმავლობაში გარკვეულ დავიწყებას მიეცემა და გარკვეული წლების შემდეგ უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა ამ ნეშტების მონახვა“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

 

დატოვე კომენტარი