სოზარ სუბარი - თორნიკე რიჟვაძე ახალგაზრდა, ენერგიული, განათლებული ადამიანია, რომელმაც თავი გამოიჩინა კარგი ხედვითა და მუშაობით
სოზარ სუბარი - თორნიკე რიჟვაძე ახალგაზრდა, ენერგიული, განათლებული ადამიანია, რომელმაც თავი გამოიჩინა კარგი ხედვითა და მუშაობით

თორნიკე რიჟვაძე ახალგაზრდა, ენერგიული, განათლებული ადამიანია, რომელმაც თავი გამოიჩინა კარგი ხედვითა და მუშაობით, – ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა​ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ თორნიკე რიჟვაძეზე საუბრისას განაცხადა.

„თორნიკე რიჟვაძე ჩვენი გუნდის წევრია, ჩვენ მასთან გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი ურთიერთობა, როცა ის მუშაობდა ენერგეტიკის სამინისტროში. მე პირადად ვიცნობ მას საკმაოდ კარგად, როგორც ძალიან აქტიურსა და ძალიან განათლებულ ადამიანს. იმედი მაქვს, რომ ის არჩეული იქნება აჭარის მთავრობის მეთაურის პოსტზე და მისი მუშაობა იქნება ძალიან წარმატებული“, – განაცხადა სოზარ სუბარმა

აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლეოსბამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე ოფიციალურად 6 ივლისს დაასახელა.