სოზარ სუბარი – შედარებით ღარიბი ქვეყნებიდან საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც ვაქცინას მიიღებს

15:21, 26.02.2021

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარის განცხადებით, ვაქცინების გამოშვება შედარებით ნაკლები ტემპით ხდება, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო.

მისივე თქმით, შედარებით ღარიბი ქვეყნებიდან საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ვაქცინას მიიღებს და თანაც – საკმაოდ დიდი რაოდენობით.

რა ინფორმაციაც მაქვს, ვაქცინა უნდა ყოფილიყო თებერვლის შუა რიცხვებში. გადაიდო ორი -სამი კვირით. შესაბამისად, მარტის პირველ ნახევარში იქნება. ზოგადად, პრობლემა არის თვითონ მსოფლიოში. გაცილებით ნაკლები ტემპით ხდება ვაქცინის გამოშვება, ვიდრე იყო დაგეგმილი კომპანიების მიერ. შედარებით ღარიბი ქვეყნებიდან საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც ვაქცინას მიიღებს და თანაც – საკმაოდ დიდი რაოდენობით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მსგავსი