სოზარ სუბარი - შარლ მიშელის დოკუმენტი მკაფიოდ ამბობს, 20 ივნისთან დაკავშირებული ფურცელი უნდა დაიხუროს, რაც ნიშნავს, რომ ამნისტია შეეხოს ყველა მონაწილეს
სოზარ სუბარი - შარლ მიშელის დოკუმენტი მკაფიოდ ამბობს, 20 ივნისთან დაკავშირებული ფურცელი უნდა დაიხუროს, რაც ნიშნავს, რომ ამნისტია შეეხოს ყველა მონაწილეს

შარლ მიშელის დოკუმენტი მკაფიოდ ამბობს, რომ 20 ივნისთან დაკავშირებული ფურცელი უნდა დაიხუროს, რაც ნიშნავს, რომ ამნისტია შეეხოს ყველა მონაწილეს, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნების“ შემუშავებული კანონპროექტი პირს უტოვებს უფლებას, უარი თქვას ამნისტიაზე.

„ყველაფერი დამოკიდებულია ოპოზიციაზე. შარლ მიშელის დოკუმენტი ყოველგვარი სულისკვეთების და სინქრონებს შორის ამოკითხვის გარეშე, მკაფიოდ ამბობს,  რომ ეს ფურცელი უნდა დაიხუროს, რაც ნიშნავს, რომ ყველა ადამიანს უნდა შეეხოს, ვინც მონაწილეობდა 19-20 ივნისის მოვლენებში. ზუსტად ეს არის ჩაწერილი ამნისტიის შესახებ კანონპროექტში, რომელიც ჩვენ მიერ არის შეთავაზებული. არავის სჭირდება არანაირი თანხმობა, ეხება ყველას, უბრალოდ, ადამიანებს დატოვებული აქვთ უფლება, რომ მას შემდეგ, რაც ამნისტია შეეხება, მან თქვას, რომ ძალიან გთხოვთ არ შემახოთ, ან კატეგორიულად მოითხოვოს, რომ არ შემახოთ“, – განაცხადა სუბარმა.

მან ასევე კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის განცხადებებზე.

„ნიკა მელიას განცხადებები გულისხმობს, რომ პარლამენტი იყო არალეგიტიმური, მაგრამ შემოდის არალეგიტიმურ პარლამენტში. ამბობდა, რომ არ გადაიხდიდა გირაოს, მაგრამ გადაახდევინა და ციხიდან გამოვიდა. ბოლოს თქვა, ძალიან გთხოვთ, გამოვიდეო. ამბობდა, რომ პარლამენტში არ შემოვიდოდა და ვინც ოპოზიციიდან შევიდა, ბიძინას მონები არიანო, მაგრამ თავად შემოვიდნენ“, – აღნიშნა სუბარმა.

დატოვე კომენტარი