სოზარ სუბარი - ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, რომ ტყიბულში ალტერნატიული სამუშაო ადგილები შექმნას
სოზარ სუბარი - ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, რომ ტყიბულში ალტერნატიული სამუშაო ადგილები შექმნას

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი სოზარ სუბარი, რომელიც პრემიერ-მინისტრის დავალებით ტყიბულში ჩავიდა, აცხადებს, რომ შახტი დაიხურება და არ გაგრძელდება მუშაობა, ვიდრე არ გახდება ცნობილი, რომ იქ მუშაობა უსაფრთხოა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ტყიბულის შახტი ადამიანების სიკვდილის მიზეზი და ადგილი გახდა.

„პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, შახტი დაიხურება და არ გაგრძელდება მუშაობა, ვიდრე არ დასრულდება გამოძიება, არ გვეცოდინება, რომ უსაფრთხოა შახტში მუშაობა. მსგავსი რამ აღარ უნდა განმეორდეს. ჩვენ ვდგავართ ორი გამოწვევის წინაშე. აქ დასაქმებულია 1500 ადამიანია და მათ აქვთ სტაბილური ხელფასი, თუმცა ათობით ადამიანი იღუპება. მკაფიოა აქ ჩვენი პოზიცია, რომ ადამიანის სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანია”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, რომ ტყიბულში ალტერნატიული სამუშაო ადგილები შექმნას.

სოზარ სუბარის განცხადებით, შახტში დასაქმებულებს საწარმო ერთი თვის ხელფასს მისცემს, დანარჩენზე დაიწყება მოლაპარაკება კომპანიასა და სახელმწიფოს შორის.