სოზარ სუბარი - სასწაული ხდება ოპოზიციაში, ცდილობენ, როგორმე ერთმანეთი ბოლომდე ჩარეცხონ, უკვე აღარ იციან, ვინ რა პოსტი მოირგოს და გაინაწილოს
სოზარ სუბარი - სასწაული ხდება ოპოზიციაში, ცდილობენ, როგორმე ერთმანეთი ბოლომდე ჩარეცხონ, უკვე აღარ იციან, ვინ რა პოსტი მოირგოს და გაინაწილოს

სასწაული ხდება ოპოზიციაში, ცდილობენ, როგორმე ერთმანეთი ბოლომდე ჩარეცხონ, უკვე აღარ იციან, ვინ რა პოსტი მოირგოს და გაინაწილოს, – ამის შესახებ რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

„ქართული ანდაზა გვაქვს ერთი, დათვი ტყეში დარბოდა და მონადირეები ტყავს ინაწილებდნენო. იმ დათვს ვერც მოკლავენ ესენი და არც თვითონ არიან მონადირეები, ერთმანეთის ჭამაზე გადავლენ. დაწყებული აქვთ უკვე. მართლაც სასწაული ხდება დღეს ოპოზიციაში, ჯერ დაიწყეს გამიჯვნა ერთმანეთისგან, განსაკუთრებით იმათგან, ვისაც ამ წლების განმავლობაში პოლიტპატიმრებს ეძახდნენ. ცდილობენ, როგორმე ჩარეცხონ ერთმანეთი ბოლომდე და უკვე აღარ იციან, ვინ რა პოსტს მოერგოს და გაინაწილოს. თავის ოცნებებს ელოლიავებიან. მშვიდად იყვნენ, წყნარად იყვნენ, რამდენიმე მათგანი თუ მოხვდა პარლამენტში, ეს იქნება მათი ძალიან დიდი წარმატება. იმიტომ დავწიეთ ერთ პროცენტამდე ბარიერი, რომ მათ ეს შანსი ჰქონდეთ“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.