სოზარ სუბარი - საქართველოს ბევრმა მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი, თუმცა ეს იყო პიკი, რომელიც გადაივლის
სოზარ სუბარი - საქართველოს ბევრმა მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი, თუმცა ეს იყო პიკი, რომელიც გადაივლის

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება არ ემუქრება.

მისი თქმით, მართალია, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ბევრმა მოქალაქემ მოითხოვა ერთდროულად თავშესაფარი, თუმცა ეს იყო გარკვეული პიკი, რომელიც გადაივლის.

ლტოლვილთა მინისტრი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, უვიზო მიმოსვლის საკითხს პასუხისმგებლობით მოეკიდონ.

„ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ იმისთვის, რომ შეჩერება არ მოხდეს და დარწმუნებული ვარ, არც მოხდება. უბრალოდ, იყო გარკვეული პიკი, რომელიც გადაივლის. თითოეულ ჩვენს მოქალაქესაც მოვუწოდებ, რომ დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ამ საკითხს და თავის შესაძლებლობებს, თავშესაფრის მიღების არანაირი შანსი არ აქვთ. შესაბამისად, ამით უფუჭებენ საქმეს არა მხოლოდ სხვა მოქალაქეებს, არამედ საკუთარ თავსაც, რადგან მომავალში ევროპაში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ წავლენ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.