სოზარ სუბარი - სახალხო დამცველი როდესაც აცხადებს, რომ იესო ქრისტე ასფიქსიით გარდაიცვალა, ერთხელ მაინც წაიკითხოს სახარება და ნახავს, რომ ასფიქსიით გარდაიცვალა ის, ვინც ქრისტე გასცა 30 ვერცხლად
სოზარ სუბარი - სახალხო დამცველი როდესაც აცხადებს, რომ იესო ქრისტე ასფიქსიით გარდაიცვალა, ერთხელ მაინც წაიკითხოს სახარება და ნახავს, რომ ასფიქსიით გარდაიცვალა ის, ვინც ქრისტე გასცა 30 ვერცხლად

სახალხო დამცველი როდესაც აკეთებს განცხადებას, რომ იესო ქრისტე ასფიქსიით გარდაიცვალა, კარგი იქნება, ერთხელ მაინც წაიკითხოს სახარება და ნახავს, რომ სახარების მიხედვით, ასფიქსიით გარდაიცვალა სრულიად სხვა ადამიანი, ვინც იესო ქრისტე გასცა 30 ვერცხლად, – ამის შესახებ რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა „მოამბის“ ეთერში განაცხდა.

სოზარ სუბარი გამოეხმაურა ნინო ლომჯარიას დღევანდელ განცხადებას, რომლის თანახმადაც, „იესო ქრისტეს სიკვდილის უშუალო მიზეზად ასფიქსია სახელდება და დღეს ჩვენს რეანიმაციულ განყოფილებებში ადამიანები იგუდებიან“.

„სახალხო დამცველის განცხადებებს ზოგჯერ მართლა ვერ ვიგებ. გულწრფელად გეტყვით, როგორც ყოფილ სახალხო დამცველს, არ მიყვარს კომენტირება სახალხო დამცველის გამონათქვამების, თუ ქმედებების, რაც უნდა მიუღებელი და გამაოგნებელი იყოს ჩემთვის. როდესაც აკეთებს ასეთ განცხადებას, რომ იესო ქრისტე ასფიქსიით გარდაიცვალა, კარგი იქნება, ერთხელ მაინც წაიკითხოს სახარება და ნახავს, რომ უბრალოდ, სახარების მიხედვით, ასფიქსიით გარდაიცვალა სრულიად სხვა ადამიანი, ვინც იესო ქრისტე გასცა 30 ვერცხლად, მაცხოვარი სხვა სიკვდილით აღესრულა. ეს დღე არის სწორედ დღეს. დღე, რომელმაც იხსნა კაცობრიობა, იხსნა თითოეული ადამიანის სული და ეს ყველაფერი დაგვირგვინდა მკვდრეთით აღდგომით, მიცვალებულთა გამოხსნით ჯოჯოხეთიდან. მესმის, რომ შეიძლება მას არ სწამდეს, არ სჯეროდეს, მაგრამ სახალხო დამცველი იმიტომ არის სახალხო დამცველი, რომ არ უნდა მიაყენოს შეურაცხყოფა მორწმუნეთა გრძნობებს, რომელ რწმენასაც უნდა ეკუთვნოდნენ ეს ადამიანები, არ უნდა თქვას ისეთი რამ, რის გამოც შეიძლება უხერხულობაში აღმოჩნდეს თვითონ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

დატოვე კომენტარი