სოზარ სუბარი - საგარეო კურსის დასაცავად საქართველოს ბერკეტი, შანსი არის დასავლელი მეგობრების მხარდაჭერა და ქართველი ხალხის ურყევი ნება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ევროატლანტიკური ოჯახის წევრი
სოზარ სუბარი - საგარეო კურსის დასაცავად საქართველოს ბერკეტი, შანსი არის დასავლელი მეგობრების მხარდაჭერა და ქართველი ხალხის ურყევი ნება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ევროატლანტიკური ოჯახის წევრი

საგარეო კურსის დასაცავად საქართველოს ბერკეტი, შანსიც და შესაძლებლობაც, ეს არის დასავლელი მეგობრები, მათი მხარდაჭერა და ქართველი ხალხის ურყევი ნება, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის წევრი, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

სოზარ სუბარმა უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას, რა ბერკეტი აქვს საქართველოს საკუთარი საგარეო კურსის დასაცავად, მაშინ, როდესაც რუსეთი უკვე ოფიციალურად ითხოვს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების უკან გაწვევას.

„ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპული და ევროატლანტიკური ალიანსების წევრი. იგულისხმება ევროკავშირი და ნატო. რაც შეეხება რუსეთის ამ უცნაურ და არაადეკვატურ განცხადებას, ამაზე პასუხი უკვე გასცა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ისევე, როგორც გერმანიის ახალმა კანცლერმა. ამაზე განცხადება გააკეთა არა ერთმა ევროპელმა ლიდერმა, ისევე, როგორც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ეს პოზიცია არანაირად არ არის გაზიარებული ჩვენი მეგობრების მიერ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

დატოვე კომენტარი