სოზარ სუბარი - სააკაშვილი მუდმივად აყენებს შეურაცხყოფას სტრატეგიულ პარტნიორებს და ხალხს, საბედნიეროდ, დღეს ის საქართველოში არაფერს აღარ წარმოადგენს
სოზარ სუბარი - სააკაშვილი მუდმივად აყენებს შეურაცხყოფას სტრატეგიულ პარტნიორებს და ხალხს, საბედნიეროდ, დღეს ის საქართველოში არაფერს აღარ წარმოადგენს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მუდმივად აყენებს შეურაცხყოფას სტრატეგიულ პარტნიორებს, ხალხს და მისი რიტორიკა გასაკვირი არ არის.

„მიხეილ სააკაშვილის მსგავსი რიტორიკა ძალიან დიდი ხანია, არ გვიკვირს. ეს არის ადამიანი, რომელიც პერიოდულად კიარა, მუდმივად აყენებს შეურაცხყოფას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და ჩვენ ხალხს, ჩვენს მეგობრებს. გვახსოვს, მისი გამოთქმები, მაგალითად, როცა ჩვენს შუააზიელ მეგობარ ხალხებზე ამბობდა, რომ ჩვენ ვიღაც უზბეკები და ყაზახები კიარ ვართ, ჩვენ მაგარი ხალხი ვართო; ჩვენ ზანგები კი არ ვართო. ჩვენ გვახსოვს მსგავსი გამოთქმები არაერთი სხვა ქვეყნის მიმართ. ეს იქნებოდა დამაზიანებელი ქვეყნისთვის, საბედნიეროდ, ის დღეს აღარ წარმოადგენს საქართველოში არაფერს. ყველამ კარგად იცის, რომ ეს ადამიანი არის ჩვეულებრივი კრიმინალი, გაქცეული და მის სიტყვას არავინ აქცევს ყურადღებას საქართველოს კონტექსტში. ეს არის დამაზიანებელი მისთვის, მაგრამ ჩვენი სადარდებელი არ არის. ძალიან ცუდია, რომ ამ ადამიანს ჯერ კიდევ ჰყავს საქართველოში პოლიტიკური მიმდევრები, რომლისთვისაც მისი სიტყვა ყველაფერია – ხატიც , ფიციც და ბიბლიური ჭეშმარიტებაც და უსიტყვოდ მიჰყვებიან იმ უფსრკრუკისკენ, რომლისკენაც ის მიათრევს არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ მთელ ქართულ ოპოზიციას“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, ევროპარლამენტარებისა და იან კელის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ „ამორალური და იდიოტია, ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებას, გავლენებს“.