სოზარ სუბარი - როგორც ჩანს, ნინო ლომჯარიას „შუმოკი“ არ უნახავს, რამდენიმე პატიმრის შეძახილი თუ იყო, ცუდია, მაგრამ ზეწოლად ვერ ჩაითვლება, მით უმეტეს, ადმინისტრაციის მხრიდან რაიმე ორგანიზებაზე საუბარი ცილისწამებაა
სოზარ სუბარი - როგორც ჩანს, ნინო ლომჯარიას „შუმოკი“ არ უნახავს, რამდენიმე პატიმრის შეძახილი თუ იყო, ცუდია, მაგრამ ზეწოლად ვერ ჩაითვლება, მით უმეტეს, ადმინისტრაციის მხრიდან რაიმე ორგანიზებაზე საუბარი ცილისწამებაა

სახალხო დამცველი ციხეში ხმაურზე, ე.წ. შუმოკზე ლაპარაკობდა, როგორც ჩანს, ნინო ლომჯარიას „შუმოკი“ არ უნახავს და არ მოუსმენია, რადგან როცა საუბარია სამი ათას კაციან ციხეში დაწყებულ ხმაურზე, კედლები ზანზარებს, კარები ინგრევა და ადამიანებს შორის ლაპარაკი შეუძლებელია, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, რამდენიმე პატიმრის შეძახილი თუ იყო, ეს ცუდია, თუმცა ზეწოლად ვერ ჩაითვლება, მით უმეტეს, ადმინისტრაციის მხრიდან რაიმე ორგანიზებაზე საუბარი შეურაცხმყოფელი და ცილისწამებაა.

„სახალხო დამცველი ციხეში ხმაურზე – ე.წ. შუმოკზე ლაპარაკობდა, როგორც ჩანს, ნინო ლომჯარიას „შუმოკი“ არ უნახავს და არ მოუსმენია, რადგან როცა საუბარია სამი ათას კაციან ციხეში დაწყებულ ხმაურზე, კედლები ზანზარებს, კარები ინგრევა და ადამიანებს შორის ლაპარაკი შეუძლებელია, ეს ხმა ციხის კედლებს სცდება და გვერდით კორპუსებშიც კი გადის. თავად ნინო ლომჯარია ამბობდა, რომ სააკაშვილის ოთახში ტელევიზორი იყო ჩართული და ხმა არ შემოდიოდაო. ტელევიზორი ძალიან მაღალ ხმაზე ჩართული არ იქნებოდა. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ არანაირი „შუმოკი“ არ იყო. თუ რამდენიმე პატიმარი შეძახილს აკეთებდა, რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ ეს პატიმარზე ზეწოლად ვერ ჩაითვლება. მით უმეტეს, ადმინისტრაციის მხრიდან რაიმე ორგანიზებაზე საუბარი შეურაცხმყოფელი და ცილისწამებაა. ერთადერთი, რაც იქაურობას აწუხებდა, ეს იყო გარეთ მეგაფონების ხმა და იქ მისული მანიფესტანტების ლაპარაკი, რომლებიც პატიმრებს აწუხებდნენ“, – განუცხადა სოზარ სუბარმა საქართველოს პირველ არხს.