სოზარ სუბარი - „ქართული ოცნებისგან“ ყველაფერი კეთდება, რომ მოლაპარაკებები არავინ ჩაშალოს
სოზარ სუბარი - „ქართული ოცნებისგან“ ყველაფერი კეთდება, რომ მოლაპარაკებები არავინ ჩაშალოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, „ქართული ოცნებისგან“ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოლაპარაკებები არ ჩაიშალოს.

„გუშინ ორივე მხარე იმედიანი გამოვიდა. ეს ნიშნავს, რომ მოლაპარაკებებს პერსპექტივა აქვს. ყოველ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ მხრიდან ყველაფერი კეთდება, რომ მოლაპარაკებები შედგეს და არავინ ჩაშალოს. თუმცა ისეთებიც დავინახეთ, რომლებმაც დატოვეს მოლაპარაკებათა დარბაზი და ჩვენი პარტნიორების დაუფარავ ლანძღვა-გინებაზე გადავიდნენ. რაც შეეხება მოლაპარაკებას ყველაფერზე, მოლაპარაკების დროს, დიახ, ყველაფერზე უნდა იყოს შეთანხმებული, მაგრამ ყველაფერზე შეთანხმება არ ნიშნავს, რომ ყველაფერს თმობს ერთი მხარე ან მხოლოდ მეორე მხარე. შეთანხმება ნიშნავს, რომ ვთანხმდებით ყველაფერზე და ყველგან ვპოულობთ საუკეთესო გამოსავალს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში კრისტიან დანიელსონის მედიატორობით დღეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მორიგი შეხვედრა გაიმართება.