სოზარ სუბარი - პუტინი-მერკელის შეხვედრაზე საუბარი იყო ცხელ წერტილებზე, სადაც საომარი მოქმედებები დღესაც მიმდინარეობს
სოზარ სუბარი - პუტინი-მერკელის შეხვედრაზე საუბარი იყო ცხელ წერტილებზე, სადაც საომარი მოქმედებები დღესაც მიმდინარეობს

პუტინი-მერკელის შეხვედრაზე განხილული იყო უშუალოდ ის ცხელი წერტილები, სადაც საომარი მოქმედებები დღესაც მიმდინარეობს. საბედნიეროდ, ჩვენთან ეს დღეს არ ხდება – ასეთი პასუხი გასცა  სოზარ სუბარმა ჟურნალისტს კითხვაზე, თუ რატომ არ იყო საქართველოზე საუბარი ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრისას.

რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში ყოველთვის დგას.

„როდესაც საერთაშორისო დღის წესრიგზე ვსაუბრობთ, აქ არიან ჩვენი მთავარი პარტნიორები , ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და გერმანია – ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა და ჩვენი უძველესი მოკავშირე დამოუკიდებლობის მოპოვების პირველი წუთიდან. სწორედ ამის გამოხატულებაა გერმანიის კანცლერის ვიზიტი საქართველოში, რომელიც რამდენიმე დღეში შედგება. რაც შეეხება პუტინი-მერკელის შეხვედრას, განხილული იყო უშუალოდ ის ცხელი წერტილები, სადაც საომარი მოქმედებები დღესაც მიმდინარეობს. საბედნიეროდ, ეს დღეს საქართველოში არ ხდება. ქვეყნის დეოკუპაცია არის უმთავრესი ამოცანა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველა ჩვენი პარტნიორისთვის“,-განაცხადა მან.