სოზარ სუბარი - პირველ დღეებში ბევრი ოპოზიციონერი აღიარებდა, რომ წინა არჩევნებთან შედარებით ასი ათასით ნაკლები ხმა მიიღეს, მაგრამ ბოლო წამს, რატომღაც ყველამ გადაწყვიტა, სააკაშვილის ნავში ჩამსხდარიყვნენ კიდევ ერთხელ
სოზარ სუბარი - პირველ დღეებში ბევრი ოპოზიციონერი აღიარებდა, რომ წინა არჩევნებთან შედარებით ასი ათასით ნაკლები ხმა მიიღეს, მაგრამ ბოლო წამს, რატომღაც ყველამ გადაწყვიტა, სააკაშვილის ნავში ჩამსხდარიყვნენ კიდევ ერთხელ

სხვათა შორის, პირველ დღეებში ბევრი ოპოზიციონერი პირდაპირ ამბობდა, რომ წინა არჩევნებთან შედარებით ასი ათასით ნაკლები ხმა მიიღეს, მაგრამ ბოლო წამს, რატომღაც ყველამ გადაწყვიტა, სააკაშვილის ნავში ჩამსხდარიყვნენ კიდევ ერთხელ, – ამის შესახებ ქართული ოცნების სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას ხმების გადათვლა არ უნდა, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ საბოლოო ოქმებში ზუსტად ის შედეგია ასახული, რამდენი ხმაც მიიღეს.

„მოლაპარაკებები იმიტომ ტარდება, რომ წინასწარ არავინ იცის, რა იქნება შედეგი. ფაქტი ერთია, რომ ამომრჩეველმა თავისი ნება გამოხატა და ეს არის დაფიქსირებული. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, ჩვენ მზად ვართ გადავითვალოთ ბოლომდე, თუმცა კარგად ვხედავთ, რომ ოპოზიციას გადათვლა არ უნდა, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ ზუსტად ის შედეგი არის ასახული საბოლოო ოქმებში, რა ხმაც მისცა ამომრჩეველმა.

სხვათა შორის, პირველ დღეებში ბევრი ოპოზიციონერი აღიარებდა, პირდაპირ ამბობდა, რომ ასი ათასით ნაკლები ხმა მივიღეთ წინა არჩევნებთან შედარებითო, მაგრამ ბოლო წამს რატომღაც ყველამ გადაწყვიტა, რომ სააკაშვილის ნავში ჩამსხდარიყვნენ კიდევ ერთხელ. ვერ მიხვდნენ, რომ რამდენჯერაც ეს ნაბიჯი გადადგეს, იმდენჯერ მოტყუებულები დარჩნენ ამ კაცისგან“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.