სოზარ სუბარი - ორი მილიონი ადამიანის მიერ გამოხატული საარჩევნო ნება გადახედვას არ ექვემდებარება, დანარჩენზე მსჯელობა იქნება
სოზარ სუბარი - ორი მილიონი ადამიანის მიერ გამოხატული საარჩევნო ნება გადახედვას არ ექვემდებარება, დანარჩენზე მსჯელობა იქნება

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში ხელახალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა განხილული არ იქნება.

მისი თქმით, „ოპოზიციური პარტიების საქციელი, რომ ისინი არ აპირებენ მანდატები აიღონ ლოგიკას სცილდება, რადგან ისინი ღალატობენ თავიანთ ამომრჩეველს“.

„მანდატების დატოვებას სჭირდება გარკვეული ეტაპების გავლა და ამ ეტაპების გავლის შემდეგ პარლამენტი მზადაა, რომ დაუკმაყოფილოს მათ მოთხოვნა. რაც შეეხება მეხუთე რაუნდს თარიღი ჯერჯერობით გარკევეული არ არის, თუმცა კარგად არის ცნობილი ორივე მხარის პოზიცია. რაც არის ორი მილიონი ადამიანის მიერ გამოხატული საარჩევნო ნება, არ ექვემდებარება გადახედვას, ამაზე ლაპარაკი ვერ იქნება. დანარჩენი, ნებისმიერ საკითხზე მსჯელობა იქნება“, – განაცხადა სუბარმა.