სოზარ სუბარი – ოპოზიციას სჭირდება ძალები, რომლებიც იფიქრებენ ქვეყნის განვითარებაზე, მეეჭვება, „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდან გამოსულ რომელიმე პოლიტიკოსს ამის ძალა ჰქონდეს

13:13, 29.12.2020

რა ხდება ოპოზიციის შიგნით ამის განხილვას არ დავიწყებ. თავის საქმე თვითონ იციან. ზოგადად, რაც ქართულ პოლიტიკას სჭირდება, ეს განახლებაა, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზამ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას ჯანსაღი პოლიტიკური ძალები სჭირდება.

„ოპოზიციას განახლება, რომ გამოვიდნენ ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, რომლებიც იფიქრებენ არამხოლოდ იმაზე, ძალაუფლება როგორ დაიბრუნონ და როგორ დაატრიალონ სისხლის კალოები, რასაც ისინი დაჩვეულები იყვნენ ქუჩაში თუ ციხეში, არამედ ქვეყნის განვითარებაზე იფიქრონ. თუ გამოჩნდება ძალა, რომელიც ამას შეძლებს ეს იქნება ძალიან კარგი. მე ძალიან მეეჭვება, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღიდანაა გამოსული, რაც არ უნდა დაირქვას და საითაც არ უნდა წავიდნენ, მეეჭვება, რომ ამის შანსი და ძალა ჰქონდეთ“, – განაცხადა სუბარმა.

მსგავსი