სოზარ სუბარი - ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმება ჩავარდეს
სოზარ სუბარი - ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე შეთანხმება ჩავარდეს

ეს იყო საერთო შეთანხმება, რომ მივდიოდით ამ გზით, თუმცა ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ შეთანხმება ჩავარდეს, – ამის შესახებ რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

„მათ იციან, რომ წააგებენ არსებული მოდელითაც, 120/30-ზეც და სრულიად პროპორციულიც რომ იყოს, ყველა მოდელში ისინი წააგებენ. ამიტომ, მათ უნდათ, შეთანხმება ჩააგდონ და ცდილობენ, რაიმე მიზეზი მონახონ. თუმცა მე მაინც იმედი მაქვს, რომ ორი, „ნაციონალური მოძრაობის“ გარეთ არსებული ოპოზიციური ძალა, რომლებიც არიან პარლამენტში, მხარს დაუჭერენ და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე იქნება მიღებული საკონსტიტუციო ცვლილება.

მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად ეს ცვლილებები არ მომწონს, რადგან ეს მხარდაჭერილია უმრავლესობა პოლიტიკური ძალის მიერ, კარგი იქნება, რომ ეს მივიღოთ და ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს ის საკითხი, რაც ამდენი წლის განმავლობაში გვაწუხებდა. ჩატარდება ეს არჩევნები ამ პროპორციით, 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარი, შემდეგ კი გადავა ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.