სოზარ სუბარი - ნავალნისა და სააკაშვილს შორის არაფერია საერთო, ნავალნი დაიჭირეს, რადგან პუტინის რეჟიმს ამხელდა, ხოლო სააკაშვილს უდიდესი დანაშაულები აქვს ჩადენილი ქვეყნის და ხალხის წინაშე
სოზარ სუბარი - ნავალნისა და სააკაშვილს შორის არაფერია საერთო, ნავალნი დაიჭირეს, რადგან პუტინის რეჟიმს ამხელდა, ხოლო სააკაშვილს უდიდესი დანაშაულები აქვს ჩადენილი ქვეყნის და ხალხის წინაშე

სააკაშვილია იმ რეჟიმის შემოქმედი, სხვათა შორის, ნიკა გვარამიასთან ერთად, რომლებიც ქუჩაში ხვრეტდნენ ადამიანებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, ნავალნი იმიტომ დაიჭირეს, რომ ამხელდა კორუფციას, ხოლო სააკაშვილს უდიდესი დანაშაულები აქვს ჩადენილი ქვეყნის და ხალხის წინაშე.

„ნავალნისა და სააკაშვილს შორის არაფერია საერთო. ნავალნი დაიჭირეს იმიტომ, რომ ეწინააღმდეგებოდა პუტინის რეჟიმს და ჟურნალისტური გამოძიებებით ამხელდა კორუფციას. ხოლო სააკაშვილს უდიდესი დანაშაულები აქვს ჩადენილი ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე და ამისთვის უნდა აგოს პასუხი. სწორედ სააკაშვილია იმ რეჟიმის შემოქმედი, სხვათა შორის, ნიკა გვარამიასთან ერთად, რომლებიც ქუჩაში ხვრეტდნენ ადამიანებს, რომლებმაც მოიტაცეს, სასტიკად აწამეს, შემდეგ დახვრიტეს და ფეხზე ქვებით ჩაბმული ზღვაში გადააგდეს დათო ცინდელიანი, პაატა ქარდავა, მოიტაცეს და 40 ტყვიით დახვრიტეს როინ შავაძე. უამრავი ასეთი დანაშაული აქვთ ჩადენილი. ასე რომ, საერთო არაფერი არ არის ნავალნისა და სააკაშვილს შორის“, – განაცხადა სუბარმა.

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ალექსი ნავალნი 47 წლის იყო. ის 2021 წლის იანვარში დააპატიმრეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბოლო დროს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში იხდიდა სასჯელს. სოფელი ხარპი, სადაც კოლონიაა განთავსებული, ციმბირის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს.