სოზარ სუბარი - ნარკოპოლიტიკის მკვეთრი ლიბერალიზაციის მომხრე არ ვარ
სოზარ სუბარი - ნარკოპოლიტიკის მკვეთრი ლიბერალიზაციის მომხრე არ ვარ

მე არ ვარ ნარკოპოლიტიკის მკვეთრი ლიბერალიზაციის მომხრე, ბევრი ჩვენი გუნდის წევრისგან განსხვავებით, თუმცა თუ ისინი მიიჩნევენ, რომ ამას შეიძლება უფრო დადებითი შედეგები მოჰყვეს, მკვეთრი წინააღმდეგიც არ წავალ, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგლებულ პირთა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, ხშირად მომხმარებლებზე არაადამიანური და არაადეკვატური სასჯელები ვრცელდება.

“ბოლო 15 წელია, აქტიურად ვარ ჩართული სწორედ ნარკოპოლიტიკის შემუშავებაში, როგორი უნდა იყოს ის. ერთი მხრივ, მკაცრი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა, რაც წლების განმავლობაში იყო საქართველოში, ცხადია, არაადეკვატური და არაადამიანურია. მეორე მხრივ, გამოვლილი მაქვს 90-იანი წლები, როდესაც ათეულობით და ასეულობით ახალგაზრდა ან წავიდა ცხოვრებიდან, ან მომავალი დაკარგა მხოლოდ იმის გამო, რომ იყო უკონტროლო მომხმარებელი. ორი სერიოზული პრობლემაა, რომელთა შორის რაღაც საშუალო უნდა ავირჩიოთ. მე არ ვარ მკვეთრი ლიბერალიზაციის მომხრე ბევრი ჩვენი გუნდის წევრისგან განსხვავებით, თუმცა თუ ისინი მიიჩნევენ, რომ ამას შეიძლება უფრო დადებითი შედეგები მოჰყვეს, მკვეთრი წინააღმდეგიც არ წავალ, რადგან რაც არ ვიცი ჯობია, რომ სხვას ვენდო. მომხრე ვარ, დისკუსია კიდევ ერთხელ გაგრძელდეს და დაიდოს ყველა არგუმენტი რაც შეიძლება არსებობდეს ორივე მხარისთვის”, – განაცხდა სუბარმა.