სოზარ სუბარი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნიკა მელიას ხულიგნური გამოხტომით მშვიდი საარჩევნო გარემოს არევა სცადა, მაგრამ ვერაფერს მიაღწევენ
სოზარ სუბარი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნიკა მელიას ხულიგნური გამოხტომით მშვიდი საარჩევნო გარემოს არევა სცადა, მაგრამ ვერაფერს მიაღწევენ

მთლიანობაში, საქართველოში საარჩევნო გარემო არის ძალიან მშვიდი, უბრალოდ რამდენიმე თავისებურებით გამოირჩევა, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.

„ქართული ოცნება“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც რეალურად ატარებს საარჩევნო კამპანიას. დანარჩენ პარტიებს არც პროგრამა აქვთ, არც გეგმა. დიდი ხნის განმავლობაში ლაპარაკობდნენ რეფერენდუმზე, რომელიც თვითონაც ვერ გაარკვიეს, რას ნიშნავდა და დღეს უკვე მგონი, ამას ვერ ლაპარაკობენ, უკვე შეწყვიტეს ლაპარაკი. თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც არის მთავარი დესტაბილიზატორი ამ ქვეყანაში და არ მოსწონდა მშვიდი გარემო, სცადა არევა სიტუაციის. ამის ნათელი მაგალითი იყო ნიკა მელიას ხულიგნური გამოხტომა, მაგრამ მთლიანობაში, ამით ვერაფერს მიაღწევენ“,- განაცხადა სოზარ სუბარმა რომელიც ოზურგეთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, ავთანდილ თალაკვაძის საარჩევნო პროგრამის წარდგენას ესწრებოდა.

დატოვე კომენტარი