სოზარ სუბარი - მზად ვართ, ჩავატაროთ სრული ექსპერტიზა, რომ შახტმა გააგრძელოს მუშაობა უსაფრთხოების პირობების დაცვით
სოზარ სუბარი - მზად ვართ, ჩავატაროთ სრული ექსპერტიზა, რომ შახტმა გააგრძელოს მუშაობა უსაფრთხოების პირობების დაცვით

მზად ვართ, ჩავატაროთ სრული ექსპერტიზა, რომ შახტმა გააგრძელოს მუშაობა უსაფრთხოების პირობების დაცვით, ისე, რომ მომავალში არ იყოს მსხვერპლი, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩველმა, სოზარ სუბარმა პირველი არხის კითხვას, არის თუ არა სახელმწიფო მზად, რათა მინდელის შახტი მის ბალანსზე გადავიდეს.

სოზარ სუბარი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ჩატარდეს სრულფასოვანი ექსპერტიზა და დადგინდეს, როგორ გააგრძელებს შახტი მუშაობას.

სუბარი ამბობს, რომ გამოძიების პროცესში ჩაერთვებიან მაღალკვალიფიციური უცხოელი ექსპერტებიც, მანამდე კი შახტში ეკონომიკის სამინისტროსა და შრომის ინსპექციის წარმომადგენლები შეისწავლიან  ვითარებას.

„იდეაში არც ის არ გამოირიცხება, რომ საერთოდ შეუძლებელი იყოს ამის მუშაობის გაგრძელება, რადგან უსაფრთხოების ნორმები ვერ იყოს დაცული. ამ ეტაპზე ვეძებთ ყველაზე კარგ გადაწყვეტასა და ყველაზე კარგი გადაწყვეტა იქნება სწორედ ის, რომ შახტმა გააგრძელოს მუშაობა, ოღონდ ისე, რომ იქ ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდეს”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარი ტყიბულის შახტში მომხდარი შემთხვევის დროს დაღუპულების ოჯახებში იმყოფებოდა და დაღუპულების ახლობლებს მიუსამძირმა.

სოზარ სუბარი, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა, ტყიბულში მამუკა ბახტაძის დავალებით იმყოფება.