სოზარ სუბარი - მოსახლეობის დაკვეთა ოპოზიციის პარლამენტში ყოფნაა, ამიტომ არ გამოვიდნენ ქუჩაში
სოზარ სუბარი - მოსახლეობის დაკვეთა ოპოზიციის პარლამენტში ყოფნაა, ამიტომ არ გამოვიდნენ ქუჩაში

მათ შეუძლიათ, რამდენიც უნდათ, იმდენი აქცია მოაწყონ კანონიერების ფარგლებში, პირველი მაინც, რაც პოლიტიკოსს მოეთხოვება და რასაც მათგან ითხოვს მათი ამომრჩეველი, არის შემოვიდნენ პარლამენტში მათ მიერ მიღებული ხმების შესაბამისად დაიკავონ მათი ადგილები პარლამენტში, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ამომრჩევლების დაკვეთა მათი პარლამენტში ყოფნაა, რაც აქციაზე მხარდამჭერების სიმცირემაც აჩვენა.

„პოლიტიკური დებატების ადგილი პირველ რიგში, არის პარლამენტში. ის, რომ ამომრჩეველი მხარს უჭერს მათ პარლამენტში ყოფნას, გამოჩნდა ორი რამით. პირველი, მათ მიიღეს ძალიან ბევრი ხმა, თუ არ ვცდები, ნახევარ მილიონზე ცოტა მეტი „ნაციონალურმა მოძრაობამ“.  მეორე, რამდენიმე ასეულ კაცზე მეტი არ გამოვიდა დღევანდელ აქციაზე. აქედანაც ნათლად ჩანს, რა არის ამომრჩევლის, ქართველი ხალხის დაკვეთა და ისიც კარგად გვახსოვს, რომ როდესაც საქართველოში ხდებოდა რაღაც ისეთი, რაც მიაჩნდა ქართველ ხალხს, რომ არ იყო ლამაზი, კანონიერი, სცდებოდა რაღაც ადამიანის ღირსების თუ ასე შემდეგ ფარგლებს, ერთ საათში, საათ-ნახევარში გამოდიოდა ათასობით ადამიანი, ზოგჯერ ათეული ათასიც კი. დღეს კარგად დავინახეთ, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ოპოზიციური პარტია დილიდან მოუწოდებს, რამდენიმე ასეულ კაცს ვერ გასცდა შეკრებილების რაოდენობა. ეს ძირითადად პარტიული აქტივია.

ეს კარგად მეტყველებს, რა არის ქართველი ხალხის დაკვეთა. მათ უნდათ მრავალფეროვნება პარტიაში, მაგრამ არ უნდათ მუდმივი მოწოდებები გადატრიალებისკენ და ასე შემდეგ. დღევანდელი არგამოსვლით ქართველმა ხალხმა შეაფასება მისცა იმასაც, რომ პოლიციის მოქმედება იყო არა მხოლოდ კანონიერი, არამედ პროპორციულიც. ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია. მოქალაქეთა რაოდენობაზე აპელირება გავაკეთე ერთადერთი მიზნით, სწორედ მათთვის დამენახვებინა, რა არის მოსახლეობის დაკვეთა. მოსახლეობის დაკვეთა არის მათი ყოფნა პარლამენტში. ამიტომ მისცა ძალიან ბევრი ხმა და ამიტომ არ გამოვიდნენ ქუჩაში. ეს არის მოსახლეობის დაკვეთა და ამას პატივი უნდა სცეს ყველა პოლიტიკოსმა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

დატოვე კომენტარი