სოზარ სუბარი მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე – ფაქტი ერთია, მოხდა პრევენცია, რასაც შედეგი არ მოჰყვა
ფაქტი ერთია, მოხდა პრევენცია, რასაც შედეგი არ მოჰყვა, – ასეთი კომენტარი გააკეთა რეგიონულ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით.
როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით რა განცხადებაც გაკეთდა ტელევიზიით, ძალიან მძიმე მოსასმენი იყო.
„აქ აშკარად ჩანს – არ ვიცი ეს განზრახვაა, დაგეგმვაა თუ სურვილია, ამას გაარკვევს საგამოძიებო ორგანოები. ფაქტი ერთია, რომ მოხდა პრევენცია, რასაც საბედნიეროდ შედეგი არ მოჰყვა. მაგრამ დანაშაულის შემადგენლობა, სად არის, რა დონეზე ამას უკვე გამოძიება დაადგენს და შესაბამისად, იქნება შემდეგი მოქმედებებიც, ჩვენ ვეღარ ჩავერევით, ეს არის წმინდად გამოძიების და სასამართლოს საქმე.