სოზარ სუბარი - კონსტრუქციულ რეჟიმში გადასვლის გზა არის საპარლამენტო მუშაობა და არა ბოიკოტის გამოცხადება, სახელმწიფო დაწესებულებებთან აქციების მოწყობა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ სოზარ სუბარის განცხადებით, პოლარიზაციის დაძლევისა და კონსტრუქციულ რეჟიმში გადასვლის გზა არის საპარლამენტო მუშაობა და არა პარლამენტისთვის ბოიკოტის გამოცხადება, სახელმწიფო დაწესებულებების წინ თუ შესასვლელებთან აქციების მოწყობა.
„პოლიტიკური დიალოგი თუ გვინდა, ამისთვის არსებობს პარლამენტი და პოლიტიკური დიალოგისთვის ყოველთვის მზად ვართ. თუ ფიქრობენ, რომ პოტსდამის კონფერენცია უნდა მოვიწვიოთ, არ მგონია, სერიოზული იყოს. პარლამენტი მუშაობს და შეუძლიათ, სხდომებში მიიღონ მონაწილეობა. პოლიტიკური დიალოგისთვის ყველაზე კარგი მოედანი არის პარლამენტის სხდომათა დარბაზი. ოპოზიცია ცდილობს, ფეთქებადსაშიში ვითარება შექმნას, ამას ვერ წევენ და შემდეგ რაღაც წინადადებებს აყენებენ“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.